პარტნიორები

პროექტი „შინვუდი“ ხორციელდება ქართულ-ამერიკული კომპანია რექტუს დეველოპმენტის მიერ. პროექტი სრულად ფინანსდება საკუთარი კაპიტალით ბანკის სესხის გარეშე. რექტუს დეველოპმენტმა 2017-2021 წლებში კომპანია G&G invest-თან ერთად წარმატებით განახორციელა პროექტი „შენი სახლი კიკვიძის პარკთან“. აღნიშნული პროექტი მოიცავს თბილისში თორნიკე ერისთავის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ უბანს, რომელიც შედგება 7 საცხოვრებელი კორპუსისაგან და 414 ბინისაგან.

ბრენდის წინასიტყვაობა

დასახლება არის ჩვენს მიერ შექმნილი ხელოვნური გარემო, სადაც ყველაზე მეტად იკითხება ადამიანების კოლექტიური სურვილები, მიზანსწრაფვები, ინტერესები, გემოვნებები და ღირებულებები.
ქალაქი, სოფელი, დასახლება ცოცხალია, სანამ ადამიანები თანა-ცხოვრობენ მის ყველა კუთხესა და უბანში. მას აქვს ფორმა, შინაარსი და ხასიათი. და სწორედ მათი ერთობლიობა ქმნის გარემოს, სადაც გვიხარია ცხოვრება.

საცხოვრებელი ადგილის არჩევის მნიშვნელობა

ისტორიულად, ადამიანი საკუთარ საცხოვრებელ ადგილად ირჩევდა მიდამოს, ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით.

განვითარებასთან ერთად, ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების (წყალი, რელიეფი, კლიმატი, ლანდშაფტი…) გარდა, ადამიანისთვის საყურადღებო გახდა უსაფრთხოება, სუფთა ჰაერი, ჯანსაღი გარემო, სიმშვიდე, სამეზობლო და ისევ და ისევ, ატმოსფერო.

დღეს, დეველოპერებისთვის მნიშვნელოვანია, იპოვონ და შექმნან ადგილი, რომელიც ითვალისწინებს ყველა პირობას ჰარმონიული და იდეალური ცხოვრებისთვის.

შინვუდი წარმოადგენს სწორედ ასეთ დასახლებას, რომელიც გათვლილია კომფორტული და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, სადაც ადამიანები დატკბებიან სუფთა ჰაერით, უსაფრთხო გარემო-პირობებით, დაცული ტერიტორიით, სიმშვიდითა და ყველა იმ სიკეთით, რაც შეიძლება ჰქონდეს სახლს ქალაქიდან მოშორებით, ბუნებაში.