შინვუდი არის თბილისიდან 23 კმ-ში საგურამოს მიმდებარედ სოფელ ახატანთან, მდებარე 35 ჰექტარი ტყეში ჩაფლული ტერიტორია, რომელზეც იგეგმება სააგარაკე დასახლების შექმნა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით. შინვუდი მდებარეობს ზღვის დონიდან 820-870 მეტრზე და თბილისთან შედარებით საშუალო ტემპერატურა წლის განმავლობაში 3-4 გრადუსით ნაკლებია. შინვუდიდან იშლება პანორამული ხედები ტყეზე და კავკასიონზე.

შინვუდის ტერიტორიას ყველა მხრიდან გარს აკრავს ფოთლოვანი ტყე რომელიც ბუნებრივ საზღვარს ქმნის. შინვუდის განაშენიანება ხდება ეკოსისტემაში ჩაურევლად. ნარჩუნდება არსებული ბილიკები და ტყეში შესასვლელები. შინვუდის ყველა მიწის ნაკვეთს აქვს საფეხმავლო კავშირი ტყესთან და ცენტრალურ პარკთან.

შინვუდში იყიდება 289 სამშენებლოდ გამზადებული მიწის ნაკვეთი, რომელთა ფართობი მერყეობს 500-1,300 კვ.მ.-მდე. პროექტის განვითარება და გაყიდვები წარიმართება რამდენიმე ეტაპად.

მიწის ნაკვეთის ჩაბარების პირობები:

  • მიწასთან მიყვანილია ყველა კომუნიკაცია (დენი, წყალი, გაზი, ცენტრალური წყალარინების სისტემა)

  • ღობე და ჭიშკარი

  • წინასწარ დამუშავებული სახლის პროექტების არჩევის შესაძლებლობა

  • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისათვის შეთანხმებული სამშენებლოდ გამოყენების პირობები

კომპლექსის ინფრასტრუქტურა და უპირატესობები:

  • გამართული ერთიანი კომუნიკაციების სისტემა

  • ქაოტური განაშენიანებისაგან დაცული გარემო
  • 31,000 კვ.მ. შიდა რეკრეაცია
  • ბავშვთა გასართობი სივრცეები და სტადიონები
  • ველობილიკები და ტროტუარები
  • 4 კმ შიდა ბეტონის ორმხრივი გზა
  • დასახლებისათვის საჭირო კომერციული ობიექტები
  • 150-მდე საერთო საპარკინგე ადგილი მაცხოვრებლების სტუმრებისათვის

  • საერთო სარგებლობის სივრცეების დაცვა
  • საერთო სარგებლობის სივრცეების დასუფთავება
  • საერთო სარგებლობის სივრცეების მოვლა-პატრონობა